Login Accedi ^
Italiano
Registrati
Registrati su Weekeep! Trova i tuoi amici di Facebook, organizza i tuoi viaggi e visita oltre 1.000.000 eventi in tutto il mondo!
Accedi con Facebook
Accedi con Google+
Facebook Google+
X
RISULTATI
MAPPA
DETTAGLIO
$mapTile_Titolo
$mapTile_Immagine
$mapTile_Indirizzo
$mapTile_LastMinute
$mapTile_Durata
Località
Dormire
Mangiare
Offerte Speciali
Eventi
Mostra tutte le 7 categorieMostra meno categorie
Mostra tutte le 11 LOCALITAMostra meno località
Mostra tutte le 23 sistemazioniMostra meno sistemazioni
PREZZO : da € a
OSPITI :
CAMERE :
STELLE : da a
Mostra tutte le 13 categorieMostra meno categorie
Mostra tutte le 13 categorieMostra meno categorie

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე!

Tbilisi State University Tbilisi, Georgia
Google+

მოდი 1 მაისს, თსუ–ს I კორპუსთან, 14:00 საათზე!
1 მაისს "ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები" და "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", ვერთიანდებით მშრომელთა უფლებების დასაცავად. ჩვენ ასევე გვიერთდებიან "ახალგაზრდა სოცილისტები". ყველა, ვინც იზიარებთ ჩვენს მოთხოვნებს მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ!

1 მაისის მანიფესტი

ამ მანიფესტის ხელმომწერთა მიზანია ადამიანის, თავისუფალთა და თანასწორთა გარემოში სამართლიანი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობის შექმნა.

ჩვენი სინამდვილე შრომით ურთიერთობებში მყოფ ჩაგრულ მოქალაქეთა ამოძახილია. ამ ხმის მხოლოდ შორეული ექოები ისმის ჭიათურის მაღაროებიდან, დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან, ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალე ფანჯრებიდან და სხვა ყველა იმ ადგილიდან, სადაც მშრომელის უფლების შეუძლებლობას, დამსაქმებლის უფლება ცვლის, სადაც ერთის თავისუფლება მეორის მონურ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს, სადაც კაპიტალის ინტერესი სოციალური ცხოვრების ერთადერთ განმსაზღვრელ ძალად იქცევა.

რა ხდის კარგ საზოგადოებას შესაძლებელს? ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში იქმნებოდა ადამიანის ადამიანთან ყოფნის საზრისი. ჩვენც ამ კითხვაზე ნაფიქრალის მოქმედებად ქცევა უნდა შევძლოდ. ნაფიქრალი, რომელშიც სინამდვილის ნაწილად გახდომისკენ სვლა თანასწორობის, სოლიდარობის და თავისუფლების იმპერატივებით იქნება სანქცირებული.

ჩვენ, მანიფესტის ხელმომწერები ვფიქრობთ, რომ ადამიანები თანასწორნი არიან. თანასწორობა არ გულისხმობს თავისუფლების შემზღუდველ სტანდარტიზაციას ან ინდივიდუალური ინიციატივების შესაძლებლობის შეზღუდვას. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანასწორობის ნამდვილი არსი მდგომარეობს თითოეულის თანაბრად დაფასებულ უფლებაში გამოიყენოს საკუთარი თავისუფლება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველი ადამიანი საზოგადოების ნაწილია და ამდენად, საერთო კეთილდღეობაც ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამასთანავე ვიაზრებთ იმ სინამდვილესაც, რომ განსხვავებული სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანებს, განსხვავებული მოტივაციები ამოძრავებთ ამ სიკეეთეებით სარგებლობის პროცესში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ თანაბარ შესაძლებლობებსა და ამ შესაძლებლობების თანასწორუფლებიან გამოყენებაზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია იმგვარი ინსტიტუციური რეფორმების გატარება, სადაც სამართლიანად გადანაწილებული სიმდიდრე, საჯარო კეთილდღეობის კარგად განვითარებულ სისტემასთან ერთად, შესაძლებელს გახდის საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოციალური ცხოვრების დემოკრატიზაცია აუცილებლობით გულისხმობს ყოველი მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გზით, საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღებას და უხმოდ მიტოვებული სოლიდარობისთვის ხმის დაბრუნებას.

თანასწორთა საზოგადოება სოლიდარულთა საზოგადოებაა. მხოლოდ სოლიდარობის გრძნობით გამყარებული თანასწორი და თავისუფალი მოქალაქეების თანაარსებობას შეუძლია ურთიერთგაგებასა და შეთანხმებაზე დაფუძნებული სამართლიანი საზოგადოების შექმნა.

ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანი საზოგადოების ამოსავალი პრინციპი მისი თითოეული წევრის არა მხოლოდ უფლებებით, არამედ ამ უფლებების გამოყენების შესაძლებლობით უზრუნველყოფაცაა. სწორედ, ამ პრინციპის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების პირობებში, ერთის უფლებისთვის ბრძოლა, ყველას უფლებისთვის ბრძოლად იქცევა, სადაც თავისუფლება აღარ გულისხმობს ელიტებიდან სანქცირებულ ყალბ მორალიზმს, მმართველი კლასის მიერ თავსმოხვეული ღირებულებების აღიარებას, არამედ გაიგება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობით ნაკარნახევი ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის არსებობის შინაგანი მზადყოფნა.

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ვითხოვთ იმას, რისი დავიწყებაც ყველა სხვა დღეს ჩვენივე მარცხია. ამიტომ ყველაფერს, რასაც 1 მაისს გავაჟღერებთ, უნდა ახლდეს თითოეული ჩვენგანის მიერ ერთმანეთის დახმარებით გააზრებული აუცილებლობა იმისა, რომ ეს მდგომარეობა ჩვენი სოციალური ცხოვრების ყოველდღიურ პრაქტიკად ვაქციოდ.

1 მაისი თავისუფალთა და თანასწორთა დღეა! 1 მაისი ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის არსებობის დღეა!

ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები
2014 წ.

Veniteci a trovare
il 1 maggio 2014

Che Tempo fa

Recensioni

Caricamento...
Caricamento...
In questa zona i nostri Partner offrono: